სახანძრო ბრიგადას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მიეცა – ამის შესახებ ინფორმაცის უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეების შესვლის დაშვება დაადასტურა ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს:
ხანძარი სასწავლო კომპლექსის შენობაში გაჩნდა;
მესამე ენერგობლოკი გათიშულია ენერგოსისტემიდან;
რადიაციული ფონი ნორმალურია.
შეგახსენებთ სადგურზე ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსმა სამხედროებმა ტერიტორია დაიკავეს და იერიში მიიტანეს უკრაინელ ჯარისკაცებზე.
ვიდეო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარეუბანში შეტაკებები გრძელდება
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: