Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ცნობილი რუსები, რომლებიც პუტინს მხარს უჭერენ და უკრაინაში ომს ამართლებენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი რუსები, რომლებიც პუტინს მხარს უჭერენ და უკრაინაში ომს ამართლებენ

4745
photo2022

რუსეთში ხელოვნების დარგისა და სპორტის სამყაროს უამრავი წარმომადგენელი პუტინის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა.

„არ გვჯერა პუტინის განცხადების!“ „სირცხვილი ჩვენ!“, „გვაპატიეთ, თუ შეძლებთ“ – რუსი ხელოვანები პუტინის წინააღმდეგ ღიად გამოდიან

თუმცა, სამწუხაროდ, ისევ დარჩნენ ისეთები, ვინც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები არ დაგმეს და პუტინს ნდობა გამოუცხადეს. მაგალითად ასეთი გახლავთ მსახიობი მიხაილ ბოიარსკი, რომელმაც ჯერ კიდევ ომის დაწყების დღეებში სტატუსი გამოაქვეყნა და პუტინს მხარდაჭერა აღუთქვა:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პრეზიდენტი მოქმედებს სწორად, მე ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას უკრაინაში“, – განაცხადა ბოიარსკიმ.

პუტინის მხარდამჭერი პოსტით გამოვიდა ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში ევგენი პლუშენკო. ის აპროტესტებს რუსი სპორტსმენების გარიცხვას სხვადასხვა ტურნირებიდან და ამ ფაქტს შეცდომას უწოდებს:

„ყველას უნდა მშვიდობა, მეც მათ შორის, ალბათ ასეც დასრულდება ყველაფერი, მშვიდობით. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ჩემი პრეზიდენტის მჯერა. სპორტისა და პოლიტიკის აღრევა არ შეიძლება“, – წერს პლუშენკო.

კიდევ ერთი ცნობილი რუსი რეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი პუტინის აგრესიას ამართლებს და წერს, რომ საომარი მოქმედების დაწყება სწორი გადაწყვეტილება იყო:

„მივიჩნევ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც იკადრა უკრაინამ  და დასავლეთმა, ეს გამოსავალი იყო“ – წერს მიხალკოვი.

რუსული ჯგუფი Mumiy Troll რუსეთ-უკრაინის ომის წინააღმდეგ მსოფლიო პროტესტს უერთდება

„ჩემი ქმარი და დედა ბომბებს კიევში, სარდაფებში ემალებიან“ – ვერა ბრეჟნევა შემაძრწუნებელ ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები