LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში უცხოური ვალუტის შეძენაზე 30%-იანი საკომისიო დაწესდა

84
xp0o7h7j5yd7pjb

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტის შეძენისას 30%-იანი საკომისიო შემოიღო. ინფორმაციას გამოცემა TASS ავრცელებს,

„30%-იანი საკომისიო, რომელიც ბროკერებმა უნდა აიღონ ფიზიკური პირებისგან, საფონდო ბირჟაზე ვალუტის ყიდვისას, უბრალოდ, ათანაბრებს ბანკებსა და ბროკერებს შორის საკონკურენციო პირობებს, რადგან ბანკებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ სპრედი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის”, – აცხადებენ რუსეთის ცენტრალურ ბანკში.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ეკონომიკური სანქციები მიიღო. კერძოდ, 12 მარტიდან რუსეთის ტერიტორიაზე ევროს გაგზავნა/შეტანა სრულად აიკრძალა.

რუსეთს დეფოლტი ემუქრება – მის ეკონომიკაში ევროს ახალი ბანკნოტებიც აღარ მოხვდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები