„ტოიოტა“ თავის ერთადერთ რუსულ ქარხანაში წარმოებას აჩერებს. საუბარია სანკტ-პეტერბურგში მდებარე საწარმოზე.
რაც შეეხება უკრაინას, ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ „ტოიოტას“ უკრაინაში არ აქვს ქარხნები, მაგრამ რუსეთის შეჭრის შემდეგ მან ქვეყანაში ყველა გაყიდვა შეაჩერა. „ჩვენი პრიორიტეტი ამ კრიზისთან გამკლავებისას არის ჩვენი გუნდის ყველა წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისათვის, გასულ წელს „ტოიოტამ“ სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში 80 000-მდე ავტომობილი გამოუშვა.