უკრაინის ქალაქ სუმში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი ჟივიცკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავიაიერიშის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ჟივიცკიც:
“ძლიერი სარაკეტო დარტყმები განხორციელდა 27-ე საარტილერიო ბრიგადის, სუს-ის სამხედრო დეპარტამენტისა და კადეტთა კორპუსის ტერიტორიაზე. დაჭრილია სამი ადამიანი.
კრასნოპოლის თემში სამედიცინო დაწესებულებები რეგულარულად მუშაობენ და შესაბამისი სერვისებით ეხმარებიან მოქალაქეებს. გაზისა და წყლის მიწოდებაში შეფერხებები არ არის.
კრასნოპოლის ოლქის მომხმარებელთა კავშირი პურს აცხობს და აწვდის თემის დასახლებების მაღაზიებს”, – წერს ჟივიცკი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: