მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე რუსთაველის გამზირზე შეკრებილების წინაშე გამოვიდა და შემდეგი სიტყვით მიმართა მათ:
„ეს მომენტი, რაც არის დედამიწაზე, საუკუნეებში ერთხელ ხდება – ყველაზე დიდი ბოროტება მარცხდება, ჩვენი ძმებისა და დების, მათ შორის ჩვენი ხელით. ეს ბრძოლა არ დამთავრებულა და არც არასდროს გაჩერებულა. ომი გინდათო, გვეუბნებიან. ვის გვინდა ომი? ჩვენ? ომი უნდა პუტინს, რომელიც დიდი ხნის წინ აქვს დაწყებული და არ დამთავრებულა, შეიძლება, რაღაც პაუზები აქვს. ეს ომი პუტინს წაგებული აქვს… უბრალოდ, მთავარია ის, რომ ყოველ წუთას უკრაინაში ადამიანები იღუპებიან, ბავშვები… მთელი გულით უნდა ვილოცოთ ყოველ წამს, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს კოშმარი.
რაც შეეხება ჩვენს მთავრობას, როგორ უნდა მოახერხო ის, რაც მოახერხეს – ჩვენი დედამიწა ერთადაა და საქართველო დააყენეს რუსეთის მხარეს. საქართველო რომ არ არის რუსეთის მხარეს, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ ამას ხომ სირცხვილს ვეძახით, სინამდვილეში სირცხვილზე მეტია – ადამიანის არსებობის აზრი, რაც თავისუფლებაშია. ამის გარეშე ადამიანი ადამიანი არ არის. მონა ადამიანი არ არის. მშვიდობა გვინდა ყველას, მაგრამ მშვიდობამდე გვინდა თავისუფლება. თავისუფლების გარეშე მშვიდობას მშვიდობა არ ჰქვია. ჩვენ არ გვეშინია, არავისთან ომის დაწყებას არ ვაპირებთ.
მინდა მივმართო მათ, ვინც არ არის ამ აქციაზე, მაგრამ ორჭოფობს, საქართველო კი უყვარს – ახლა არ არის რაღაცების დრო, ჩვენ ვართ ერთნი. ეს სიტყვები გულზე გვაწერია ყველას – ძალა ერთობაშია. ეს სიტყვები საქმედ უნდა ვაქციოთ. ვინ ჩემიანი? ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. წადით და გადადექით, ერთია, მაგრამ მოდით! ახალგაზრდები არიან და აწი ესენი ირჩევენ. აქ მოდით, ხალხო, ჩავეხუტოთ ერთმანეთს და დავიცვათ თავისუფლება. დიდება გმირებს!..
კიდევ ერთი გამონათქვამი, რომელიც ასევე გულზე გვაწერია: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“. ეს ტყუილად არ არის ნათქვამი…“
,,პუტინი 21-ე საუკუნის ჰიტლერია, რომელიც ყველას და ყველაფერს ემუქრება” – ნოდიკო ტატიშვილი