LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანს სუიციდის მცდელობა ჰქონდა

48

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან სუიციდის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დროულად აღიკვეთა.

„მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გუშინ საღამოსვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა,“ – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები