LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე ელჩის გაწვევაზე: კითხვის ნიშნები არსებობს, უკრაინას ელჩი არ გაუწვევია მინსკიდან, იმ ქვეყნიდან, საიდანაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და უკრაინა იბომბებოდა

59
ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება გაუგებარია და ქართული მხარისთვის კითხვის ნიშნები არსებობს.

ნიკოლოზ სამხარაძე პარალელს ბელარუსთან ავლებს და აღნიშნავს, რომ უკრაინას ელჩი არ გაუწვევია იმ ქვეყნიდან, საიდანაც რუსული ჯარები შეიჭრნენ.

კალაძე: თავს შევიკავებ ზელენსკის განცხადების შეფასებისგან, რადგან ქვეყანა ომშია

“თავად უკრაინის ელჩმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ აქ არაფერი პოლიტიკური არ არის და უბრალოდ, კიევში ჩადის – ასეთი შინაარსის განცხადება იყო.

ჩვენთვის არსებობს კითხვის ნიშნები უკრაინაში გაწვევაზე. უკრაინას ელჩი არ გაუწვევია მინსკიდან, იმ ქვეყნიდან, საიდანაც შეიჭრნენ რუსული ჯარები და უკრაინა იბომბებოდა. არანაირი ეჭვები არ მაქვს, მაქვს კითხვის ნიშნები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინას რამენაირად მივატოვებთ”, – აღნიშნა სამხარაძემ.

მისივე თქმით, საქართველო დიპლომატიური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ხელი შეუშალა, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე “ამორალური პოზიცია” ჰქონდა.

საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ყირგიზეთში უკრაინის ელჩიც გაიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები