LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურაში ციხის აუდიოჩანაწერის კიდევ ერთი ფიგურანტს, დავით ცუხიშვილს კითხავენ

80

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის გარდა  ამ ეტაპზე გამოკითხულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი

ი.პ. ის პირია, ვინც პროკურატურის ინფორმაციით, 12 ოქტომბერს საგამოძიებო ორგანოს მიმართა. უწყების განცხადებით, მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით აიძულებდნენ მირზა სუბელიანთან კონკრეტული პირების შეხვედრა ფარულად ჩაეწერა.

გამოძიება მიმდინარეობს  სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების  ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები