LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ცხოვრების საუკეთესო მომენტია, ჩემი მეგობრები ვერ იჯერებენ: 11 წლის ბიჭმა ლივერპულის თასი ასწია

48
download

ინგლისის ლიგის თასის დაჯილდოებისას ბევრმა შეამჩნია მომენტი, როდესაც იურგენ კლოპმა ტროფეი ნორჩ გულშემატკივარს გადასცა, პატარამ კი ის თავს ზემოთ ასწია, სანამ ალისონი თავად ბავშვს აიყვანდა.

ბიჭი ბო ბრაუნია, 11 წლისაა და ლივერპულში ცხოვრობს. ის ადგილობრივ გუნდებში თამაშობს – L4 Barca Under-11s და Liverpool Schoolboys.

„ეს ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი იყო“ – უთხრა ბომ The Athletic-ს.

„ფეხბურთელებთან ახლოს ვიყავით, როდესაც ისინი კიბეზე ამოდიოდნენ. ალისონი გამომეპალარაკა და მკითხა, საიდან მქონდა თვალთან ჩალურჯება. შემდეგ მან ამიყვანა.

ეს შესანიშნავი იყო. თავი ერთ-ერთი ფეხბურთელი მეგონა. ვან დეიკი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და ის იცინოდა, რომ მეც იქ ვიყავი.

კლოპი ჩამეხუტა და მითხრა, მინდოდა თუ არა თასის აწევა. ჩემი მეგობრები ვერ იჯერებენ. მადლობა ალისონ, რაც ჩემთვის გააკეთე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები