LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა 2022 წლის ყველაზე „მსუნაგი“ ავტომობილები დაასახელეს

33
car203

ამერიკულმა გამოცემამ CarScoops.com ის ავტომობილები დაასახელა, რომელიც ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარს და მათი შეძენა 2022 წელს იქნება შესაძლებელი. რეიტინგი გარემოს დაცვის ამერიკული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით შედგა და სიაში მოხვდნენ ყველგანმავლები, პიკაპები, მდიდრული სედანები და სუპერქარები, რომლებიც ყოველ 100 კილომეტრიან გარბენზე 15,7 ლიტრ ბენზინზე მეტს საჭიროებენ.

აშშ-ს ბაზარზე ყველაზე „მსუნაგი“ ავტომობილი – Bugatti Chiron Pur Sport აღმოჩნდა, მოდელის მაჩვენებელი 26,1 ლიტრია. ყველაზე არაეკონომიური მოდელების ოთხეულშია ასევე Lamborghini Aventador (21,4 ლიტრი ), RAM TRX (19,6 ლიტრი ) და Ferrari 812 GTS (18,1 ლიტრი).

ამ მოდელების ხარჯვის მაჩვენებელი კი 100 კილომეტრზე 16,8 ლიტრია – Chevrolet Silverado, GMC Sierra, Toyota Sequoia, Jeep Wrangler Rubicon, Bentley Bentayga Speed, Lamborghini Urus, Ferrari 812 Competizione, Ford GT, Rolls-Royce Ghost, Phantom და Cullinan, ასევე Bentley Continental GTC Speed-იც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები