რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჟიტომირში საცხოვრებელ სექტორზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
საჰაერო დარტყმის შედეგად, 10 კერძო საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, ავიადარტყმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3 – დაშავდა.
მაშველები აცხადებენ, რომ ნანგრევებში ხალხი შეიძლება იყოს. ამ წუთებში ქალაქში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.