LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს – მევლუთ ჩავუშოღლუ

231
მევლუტ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს არ აქვს განზრახვა, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

თურქი დიპლომატის განცხადებას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ანკარამ რუსეთს სთხოვა, რომ გაეუქმებინა ბოსფორის სრუტეში იმ რუსული გემების გასვლის მოთხოვნა, რომლებიც შავი ზღვის ფლოტში რეგისტრირებული არ არიან, რაზეც მოსკოვმა თანხმობა განაცხადა.

„ჩვენ საერთოდ არანაირ სანქციაში არ მიგვიღია მონაწილეობა და არც არანაირი სურვილი გვაქვს, რომ მივიღოთ” .  –  განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები