LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და საქართველოს მთავრობაში მყოფი მოღალატეებისგანაც გავთავისუფლდებით: გიორგი ბარამიძე

159
274857424-2876897325904300-1680875757162877340-n (2)

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, გიორგი ბარამიძე პოლონეთში, უკრაინის საზღვართან იმყოფებოდა. პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ კრაკოვში, მტერთან ბრძოლაში მყოფი ოდესიდან გამოყვანილი ბავშვები თბილისის რეისზე გამოამგზავრა, თავად კი უკრაინაში შესვლას აპირებს.

“კეთილი ადამიანების დახმარებით, დილა პოლონეთი-უკრაინის საზღვართან, (პოლონურ დაბა პჟეჟეჩში) ლტოლვილთა თავშესაფარ ჰოსტელში გამითენდა.

ცოტა დრო მაქვს და ამ პოსტს დავწერ.

გუშინ კრაკოვში, მტერთან ბრძოლაში მყოფი ოდესიდან გამოყვანილი, ბავშვები თბილისის რეისზე დავსვი. ვიცი უკვე ჩავიდნენ და ჩემი ანუტა დახვდა.

ერთ საათში დავიძრები (ისევ კეთილი ადამიანების დახმარებით) და მოვძებნი საუკეთესო გზას უკრაინაში შესასვლელად.

იმედი მაქვს მატარებლით, ავტობუსით ან რამე მანქანით გადავალ.

იქიდან აქეთაა გადმოსვლაზე ჭედვა, თორემ უკრაინაში შემსვლელი სამოქალაქო ტრანსპორტი, გასაგები სამწუხარო მიზეზების გამო, პრაქტიკულად ცარიელია.

ბევრი ჩემი ახლობელი ვაჟკაცი მირეკავს და მწერს, უნდათ გაიგონ უკრაინაში როგორ შევიდეო.

აი გავივლი ამ გზას და დავწერ, რომ ყველამ იცოდეს. თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურად, ჩემსავით ალალბედზე სიარულია.

იმ მებრძოლებს ვისაც რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, უკრაინის დასახმარებლად, უკრაინაში შესვლა უნდათ, თუნდაც პოლონეთში, არ უნდა უხდებოდეთ ასეთი არაპროგნოზირებადი გზის გავლა.

ოდნავ ნორმალური საქართველოს მთავრობა, ამაში (პოლონეთისა და უკრაინის მხარეებთან კოორდინაციაში) ორგანიზებულად უნდა აგვარებდეს.

ამ დღეებში ქართულმა და სამწუხაროდ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, კარგად დაინახა რა სამარცხვინო მთავრობაცაა საქართველოში.

არაუშავს, დედამიწაზე ყველა ნორმალური მთავრობის, თუ ადამიანის გულშემატკივრობითა და დახმარებით, გმირ უკრაინელ ხალხთან ერთად მტერთან ბრძოლით, აგრესორი პუტინის რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და საქართველოს მთავრობაში მყოფი მოღალატეებისგანაც გავთავისუფლდებით”, – წერს ბარამიძე ფეისბუქში.

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეუღლე და ბავშვები უკვე თბილისში არიან და ისინი პარლამენტთან, უკრაინის მხარდამჭრ აქციაზე იმყოფებიან.

“ჩემი მეუღლე და ოდესიდან ევაკუირებული ბავშვები, უკვე თბილისში, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე არიან. მე კი აქეთ, მათ სამშობლოში. Slava Ukraini!”,-დაწერა ბარამიზემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები