LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფოტო უკრაინიდან – კადრებში ასახული ომის ისტორია

909
უკრაინა - კიევი

უკვე მე-6 დღეა უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ოკუპანტი პუტინის არმია ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ბაღებს — დაშავდა და გარდაიცვალა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. 

გთავაზობთ ცნობილი ფოტოგრაფების თვალით დანახულ მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილს – უკრაინას.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

კიევი – 1 მარტი ფოტო: emilio_morenatti

 

ახალგაზრდა ქალი კიევის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ საკუთარ სახლთან – 25 თებერვალი

 

ჰელენა — 53 წლის მასწავლებელი, რომელიც ხარკოვის დაბომბვის შედეგად სარკიდან ჩამოვარდნილმა ნატეხმა დაჭრა/ ფოტო: alexlourie

 

 კაპიტან ანტონ სიდოროვის დაკრძალვა წმინდა სამების ეკლესიაში – 35 წლის უკრაინელი დაზვერვის ოფიცერი ოკუპანტებს შეეწირა/ ფოტო: Ron Havi

 

დაბომბილი აღმოსავლეთ უკრაინა/ ფოტო: lynseyaddario

 

მოქალაქეები ოკუპანტების სამხედრო აგრესიას სარდაფებში ემალებიან

 

უკრაინული ოჯახი სეპარატისტების მიერ დაბომბვის შემდეგ ნოვოგნატივკაში

 

ტყუპ ძმებს სძინავთ სარდაფში, რომელიც გამოიყენება როგორც ბომბისგან თავშესაფარი ოჰმადეტის ბავშვთა საავადმყოფოში, ცენტრალურ კიევი, უკრაინა – 28 თებერვალი

 

უკრაინელი დედა-შვილი

 

უკრაინაში ომის მიმდინარეობისას ათასობით მოქალაქე თავშესაფრის საძიებლად მიემართება, მათ შორის ზოგიერთი მათგანი ფეხით/ ფოტო: Craig Ruttle