LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს მონაცემებით, იემენში 13 მილიონი ადამიანი შიმშილობს

114

იემენში 13 მილიონი ადამიანი შიმშილობს, ნათქვამია გაეროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში. გაერო საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედ კოალიციას საჰაერო თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

საჰაერო დაბომბვების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება და კონფლიქტის შედეგად იემენში შესაძლოა, ბოლო 100 წელიწადში ყველაზე მასშტაბური შიმშილის ფაქტი დაფიქსირდეს, აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იემენში სამოქალაქო ომი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად საუდის არაბეთი საჰაერო თავდასხმებს და ბლოკადას იყენებს. კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მილიონი ადამიანი კი დევნილად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები