“ხედავთ რა ხდება უკრაინაში, უნდა ადგეთ და თქვათ: შეუძლებელია, ამის გაკეთება არ შეგიძლია, ეს არასწორია”, – ამის შესახებ ოსკაროსანმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ განაცხადა.
მსახიობმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მოქმედებაა საჭირო:
“ასეთი აგრესიის შესაჩერებლად რაღაც უნდა გავაკეთოთ. როცა თქვენ გაქვთ ხმა და ხედავთ, რა ხდება, თქვენ გაქვთ უფლება, ამის შესახებ რაიმე თქვათ. ეს მარტივია, საქმე არა დემოკრატიას, არამედ ეხება იმას, რა არის სწორი და არასწორი.
რობერტ დე ნიროს ასევე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებზე და რამდენად იმოქმედებს ისინი:
სანქციები – ზუსტად არ ვიცი, როგორ მუშაობენ ისინი სინამდვილეში და რამდენად “კბენენ” ისინი რუსეთს. ჩემი შიშია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება და ხალხს მობეზრდება ამ კრიზისის ყურება და შეეგუება, რომ თუნდაც, გვაქვს ისეთი ქვეყანა, როგორიც უკრაინაა, რომელიც დაიპყრეს.
ალბათ ხალხის უფრო ძლიერი პოზიციაა საჭირო. ასევე საშინელებაა, რომ არსებობს ბირთვული იარაღი, რომლითაც ადამიანებს ემუქრებიან. თუ თქვენ გამოიყენებთ მას, გარშემო აღარავინ იქნება.
მე ვერ წარმომიდგენია, რომ სამყარო ამ მდგომარეობაში იყოს, რაღაც უნდა გავაკეთოთ.
დემოკრატია არის გზა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს სამყარო საღი და გონივრული”, – განაცხადა მსახიობმა, რომელიც შაბათს ნიუ-იორკიდან დიდ ბრიტანეთში გაფრინდა და კვირას კემბრიჯის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: