საბერძნეთში ვტოსაგზაო შემთხვევას 11 მიგრანტი ემსხვერპლა. მიკროავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ცეცხლი ორივე მანქანას წაეკიდა. მიკროავტობუსიდან 11-მა ადამიანმა ვერ მოახერხა თავის დაღწევა.
წინასწარი ვერსიით მაღალი სიჩქარის გამო საჭე მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა.
შემთხვევა დღეს გამთენიისას საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.
ძლიერი ხანძრის გამო პოლიცია გარდაცვლილების იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს.