თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ, 1-ელ მარტს დატოვებს.
9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისმა მეუღლემ და ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე აქვს მისჯილი.