ჰელენ მირენი Sag Awards-ის გამარჯვებული გახდა. მას კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადასცეს. 76 წლის არტისტი სცენაზე ქეით ბლანშეტმა წარადგინა, რომელმაც ემოციური სიტყვით გაიხსენა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები მირენის შემოქმედებიდან.
სცენაზე ჰელენ მირენი ულამაზეს ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ავიდა, ის საოცრად ემოციური იყო:
„მადლობა თქვენ, ეს იმდენს ნიშნავს ჩემთვის. იმდენი ადამიანია, ვისაც მინდა მადლობა გადავუხადო, არ ვიცი საიდან დავიწყო“ – განაცხადა მირენმა.
76 წლის ჰელენ მირენი „დოლჩე და გაბანას“ ოქროსფერი ყვავილებით გაფორმებულ კაბაში