თითქმის 40 წლიანი პაუზის შემდეგ “ფორმულა-1“-ს გრაუნდ-ეფექტი უბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით ძალას განსაკუთრებული კონსტრუქციით მიიღებენ. ბოლიდების აეროდინამიკა უფრო მარტივი გახდება, ხოლო რბოლები ბუნებრივია, უფრო სანახაობრივი იქნება.
მოდელირების მონაცემების მიხედვით, წარსულში დაბინძურებული ჰაერი ძალის 45%-ს მოიხმარდა, ახალი რეგლამენტის მიხედვით მაჩვენებელი მხოლოდ 14% იქნება, რაც გადასწრებაზე ძალიან დადებითად აისახება.
2022 წლის სეზონზე შეიცვლება ავტომობილების საბურავები და დამცავი რეზინი რბოლის ან ავარიის დროს კონსტრუქციის დაშლას შეუშლის ხელს.
სეზონის წინა ტესტებს ბოლიდები უახლოეს მომავალში დაიწყებენ, მანამდე კი ჩემპიონატის მთავარ მონაწილეებს გადავხედოთ.