LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს პირველ რიგში დაარტყამს სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვს, რადგან ცხოვრება იქ დუღს“ – რუსეთს ვაჭრობა სულ უფრო გაუჭირდება

186
391572-3000x2001-1024-6b9a005b25eb7aeccf1628cc066029c91

ეკონომისტი აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ რუსეთში ეკონომიკის ვარდნა გაგრძელდება და გამორიცხული არაა, რომ ერთ დღეს ცხოვრების დონე გაუტოლდეს უკრაინისას.

„SWIFT-დან მსხვილი ბანკების ჩახსნის შედეგიანობა რომ გაიზარდოს, ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს მათ ტერიტორიაზე შენახულ რეზერვებს სანქცია დაადო. ეს ოფიციალური რეზერვების დიდი ნაწილია. ამოცანას წარმოადგენს რომ ცენტრალურმა ბანკმა ვერ შეძლოს პანიკის ჩახშობა, რაც SWIFT-ის გათიშვას მოჰყვება. მაგალითად, თუ აქამდე მოსალოდნელი იყო, რომ ეკონომიკის მყისიერი ვარდნა პირობითად 5% იქნებოდა, მასშტაბი ბევრად მაღალი უნდა იყოს. ცენტრალურ ბანკს, შესაძლოა, არაოფიციალური რეზერვებიც ჰქონდეს (რუსეთია, ყველაფერი შეიძლება). პროგნოზებს ნუ გავაკეთებთ. ამ დღეებში გამოჩნდება“, – ამბობს აკაკი ცომაია.

ცნობილი ეკონომისტი იქვე დასძენს, რომ ბევრად მძიმეა სანქციები, რომელიც დაუწესდა რუსეთს.

„ესაა დე-ფაქტო ემბარგო, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა უფრო მწვავედ და მწვავედ იგრძნობს ყოველ დღე და დღესაც გრძნობს. სულ უფრო მეტად გაუჭირდება ვაჭრობა, რადგან ფინანსური სისტემა დასანქცირებულია. ეკონომიკის ვარდნა გაგრძელდება. გამორიცხული არაა, რომ ერთ დღეს ცხოვრების დონე გაუტოლდეს უკრაინისას. ახლა ბევრად მაღალი აქვს და პირველ რიგში, დაარტყამს სანკტ – პეტერბურგსა და მოსკოვს, რადგან ცხოვრება იქ დუღს და არა პერიფერიებში“, – აცხადებს აკაკი ცომაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები