“ხმა საქართველოდან” – ამ ლოზუნგით, დღეს, 23:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, უკრაინის მხარდასაჭერად, ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი გაიმართება.
კონცერტის ორგანიზატორები არიან: ელენე ხოშტარია და სოფო ჭყონია.
“ერთად დგომით და მტკიცე პოზიციით გავაგონოთ ჩვენი ხმა უკრაინას!
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს