LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ანიჭებს

88

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ანიჭებს და შესაბამის პროცედურას იწყებს.

ამის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, საპატრიარქოს სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, “განაახლოს უკვე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკუმენურმა  საპატრიარქომ დაიწყო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი”.

შეგახსენებეღ, განცხადების გავრცელებამდე, აღნიშნულ გადაწყვეტილებათა შესახებ უკრაინული მედიაც წერდა, თუმცა საკუთარ წყაროებზე დაყრნოდბით. გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.

„მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ საბოლოოდ გააქარწყლა მოსკოვის იმპერიალისტური ამბიციები და შოვინისტური ფანტაზიები. არანაირი საეკლესიო დოკუმენტებით არ არის გამყარებული, რომ უკრაინა მათი კანონიკური ტერიტორიაა, უფალმა სათანადოდ დააფასა ჩვენი შრომა., – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.