რუსეთ-უკრაინის ომს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი Twitter-ზე ეხმიანება. როგორც ტუსკი წერს, „პუტინის სისასტიკე, უკრაინელების მსხვერპლი და ბომბები კიევის თავზე – ამ ომში ყველაფერი რეალურია, მხოლოდ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებია მოჩვენებითი“.
მისი განმარტებით, გერმანია, უნგრეთი და იტალია, რომლებმაც დაბლოკეს მკაცრი გადაწყვეტილებები რუსეთის მიმართ, შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ თავს.
„ამ ომში ყველაფერი რეალურია: პუტინის სიგიჟე და სისასტიკე, უკრაინელების მსხვერპლი, ბომბები კიევის თავზე. მხოლოდ თქვენი სანქციებია მოჩვენებითი. ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა, რომლებმაც დაბლოკეს მკაცრი გადაწყვეტილებები (მაგალითად, გერმანია, უნგრეთი, იტალია) შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ თავს“, – წერს ტუსკი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას სრულად გაეცნობით აქ.
In this war everything is real: Putin’s madness and cruelty, Ukrainian victims, bombs falling on Kyiv. Only your sanctions are pretended. Those EU government’s, which blocked tough decisions (i.a. Germany, Hungary, Italy) have disgraced themselves.
— Donald Tusk (@donaldtuskEPP) February 25, 2022