Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გურამ დოჩანაშვილი ფრანკფურტში – „ეს უდიდესი კაცი, როგორც იქნა, ისე დაფასდა, როგორც იმსახურებდა!..“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ დოჩანაშვილი ფრანკფურტში – „ეს უდიდესი კაცი, როგორც იქნა, ისე დაფასდა, როგორც იმსახურებდა!..“

428

„ფეისბუქ“-მომხმარებელი მარი კორინთელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გურამ დოჩანაშვილის ყველაზე პოპულარული ნაწარმოების, „სამოსელი პირველი“ წარდგენას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს, მისი, როგორც ქართველი მკითხველის დიდი ხნის ნატვრის ასრულებაა.

გთავაზობთ პოსტს:

„ეს კი გამომცემლობის ამბავი არაა, ჩემი ძალიან პირადი ამბავია. აი, ადამიანები გულში ხომ ღმერთს ელაპარაკებიან ხოლმე და მე რომ 14-15 წლის ვიყავი, იმ კაცს ველაპარაკებოდი, მარჯვნივ რომ ზის – გურამ დოჩანაშვილს, რომელიც ჩემთვის ღმერთივით იყო. ჩუმად, გულში ვეკითხებოდი ხოლმე: როგორ ფიქრობთ, სწორად ვიქცევი? და წერილებს ვწერდი, რომლებსაც არ ვგზავნიდი.

დღეს სულ ახლოდან ვუყურებდი, ფაქტობრივად, წინ ვეჯექი და ვფიქრობდი, რამდენმა წყალმა ჩაიარა, როგორ გადავაფასე ლიტერატურაში რაღაცები და მაინც როგორ მარადიულ სიყვარულად დამრჩა ის ერთი წიგნი, ის დიდი ამბის დასაწყისი: “ჯერ კიდევ ბნელოდა. მხოლოდ ერთგან, დასალიერზე, თითქოს ოდნავ გაბაცდა ცა.”

მინდოდა, მივსულიყავი და მეთქვა, რომ “სამოსელი პირველი” დღემდე თითქმის ზეპირად მახსოვს, მართლა მახსოვს, რომ გამაღვიძო, რაღაც ეპიზოდებს სიტყვასიტყვით მოვყვები; მინდოდა მეთქვა, როგორ მიყვარს და სულ მეყვარება. მაგრამ ვერ გავბედე, ადვილი კი არაა იმ კაცთან მისვლა და ლაპარაკის გაბმა, რომელსაც ოდესღაც გულში ღმერთივით ელაპარაკებოდი. დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის.

ვტიროდი, როცა სავსე დარბაზს, აღფრთოვანებულ გერმანელ მკითხველს და მსმენელს ვუყურებდი, ვისმენდი ნაწყვეტებს გერმანული გამოცემიდან და ვგრძნობდი, რომ ეს უდიდესი კაცი როგორც იქნა, როგორც იქნა, ისე დაფასდა, როგორც იმსახურებდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები