უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, გამთენიისას, ლუგანსკის ოლქში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა ინფორმაცია და შესაბამისი ფაქტების ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს ლუგანსკის ქალაქ სტარობილსკის დაბომბილი ქუჩები.
აფეთქებული ლუგანსკის ქუჩები
არსებული ინფორმაციით, 6 ადამიანი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქუჩის გაწმენდა.
რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს