LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში, სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტზე 9 სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარედგინა

80

ავღანეთში, სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, 9 სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარედგინა, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ჯარისკაცები ზაფხულში ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-iს კონტიგენტის სამხედრო პოლიციის მიერ გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების თანახმად, სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ბაზაზე არსებული მაღაზიიდან 7 ათას დოლარამდე ღირებულების ნივთები მოიპარეს.

გამოძიების დაწყებისთანავე სამხედრო მოსამსახურეები ვადაზე ადრე დააბრუნეს საქართველოში, გამოძიება კი კვლავ გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები