LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტს ნაკელით სავსე ურნა თავზე ჩამოაცვა

90

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული დაყარეს და გორის მერისგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა და გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომა მოითხოვეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მაქარაშვილი ტერიტორიის დანაგვიანების გამო დააჯარიმეს. ადმინისტრაციული შენობის წინ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავზე ჩამოამხო ურნა, რომელშიც ახალგაზრდები მარცვლეულს და ნაკელს აგროვებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის მერიასთან, სამოქალაქო აქტივისტებსა და გორის მერიის თანამშრომელს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი  ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს და ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სამოქალაქო აქტივისტები პოლიციამ უკვე გამოკითხა და ექსპერტიზაზე სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გორის ფილიალში გადაიყვანა.

https://www.facebook.com/Qartli.ge/videos/158560015082405/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები