LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალები, რომლებიც მარტოობაში დიდ დროს ატარებენ, ბედნიერებას პოულობენ

190

თუ თქვენ გაესაუბრებით ქალს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მარტო იყო, იგრძნობთ კმაყოფილების მაღალ დონეს.

ქალი კაცის გარეშე ცხოვრების გამო, თუ ბედნიერი არ არის, ვალდებულებების ნაკლებობით კმაყოფილებას მაინც განიცდის.

ემოციური თავისუფლების ზუსტი მიზეზი, რთული დასადგენია, თუმცა ქალებს რომლებიც სერიოზულ რომანტიკულ ურთიერთობებში არ იმყოფებიან, კომფორტის ამოუხსნელი შეგრძნება აქვთ.

მიუხედავად ფაქტებისა, ამ ფენომენის მიზეზები გაურკვეველია და სპეკულაციის საბაბს იძლევა.

შესაძლოა, ასეთი ქალებისთვის მიუღებელია ვინმეს ცოლობა, ან სერიოზულ ურთიერთობაში ყოფნა, ან შესაძლოა ისინი მარტო თავს იმდენად კომფორტულად გრძნობენ, რომ სხვა დანარჩენი არაბუნებრივია.

შესაძლოა მიზეზი წინა ურთიერთობიდან მომდინარეობს. მიატოვეს ან იმედები გაუცრუვდა, ამის გამეორების შესაძლებლობის დაშვებას კი მარტო ყოფნას არჩევს.

რა მიზეზიც არ უნდა იყოს, მთავარია ის, რომ ქალები სიმარტოვეში საბოლოოდ ბედნიერებას მაინც პოულობენ.

როცა საქმე ყოველდღიურ რუტინას, ცხოვრების ჩვეულებრივ მომენტებს ეხება, მარტოხელა ქალები მთლიანად შეირგძნობენ წუთებს და მის სხვასთან გაზიარებაზე არ ფიქრობენ.

ფილმის ყურებას, რესტორანში სიარულს, ისინი მარტოობად არ აღიქვამენ და ამით უბრალოდ თავის თავს ანებივრებენ, თავის თავს უწყობენ განტვირთვას.

გადაწყვეტილების მიღებისას, მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია სხვისი აზრი და მიზნისკენ ბევრად უფრო თავდაჯერებულად მიდიან, ყოყმანისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე.

დიახ, ეს ეგოისტობაა, მაგრამ ისინი მიიჩნევენ რომ ეს ეგოიზმის საჭირო ფორმაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები