ანი ტყებუჩავა პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ მიერ დასმულ შეკითხვას მსახიობების ანაზღაურების შესახებ.
„გამომდინარე იქიდან, რომ წამყვანი როლი გაქვს სერიალში, რომელიც წლებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს, ალბათ, მაყურებელს აქვს იმის განცდა, რომ საკმაოდ მაღალშემოსავლიანი მსახიობი ხარ, როგორია რეალობა, ფინანსური თვალსაზრისით რამდენად გაუმართლეთ იმედები საკუთარ თავს?
ანი ტყებუჩავა:
მე სულ ვამბობდი, ჩემი პროფესია იმდენად მიყვარს, თუ მისით რეალიზების ფუფუნება მექნება, ელემენტარული ჰონორარით დავკმაყოფილდები-მეთქი. მაშინ არ მქონდა ოჯახი და შესაბამისად – პასუხისმგებლობები შვილების წინაშე. როცა ეს არის, მერე მოთხოვნებიც იზრდება და ხარჯებიც. სულაც არ არის ისე, როგორც წარმოუდგენიათ. დღეს საქართველოში არ არის ბევრი ფული, თუმცა ადამიანებს შეიძლება, ჰგონიათ, რომ ათი წელია, სერიალში ხარ და დიდი ანაზღაურებაც გაქვს. თურქულ სერიალში რომ ვმონაწილეობდე, ალბათ, მილიონერი ვიქნებოდი, მაგრამ მე მხოლოდ საშუალო ფენას ვეკუთვნი (იცინის). სერიალი მიყვარს და აქ რაღაცების უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. ხელფასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქ არ ვარ მარტო ხელფასის გამო. საერთოდ, ვცდილობ, მხოლოდ ფულის გამო არ გავაკეთო რაღაცები, მაგრამ მიწევს. მხოლოდ ჰონონარის გამო შეიძლება, რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და ეს ჰონორარი ისეთი უნდა იყოს, ოდნავ მაინც შეეძლოს რაღაცის შეცვლა, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ იქნები მსახიობი, რომელიც მაღალ ჰონორარებს ითხოვს“.