უკრაინაში საგანგებო ვითარების გამოცხადებას აპირებენ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
რადას მიერ მისი დამტკიცების შემდეგ კი ქვეყანა საგანგებო რეჟიმზე 30 დღით გადავა.
პარალელურად, დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო, თუმცა ოფიციალური კიევი მსოფლიოს მოუწოდებს რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო ძლიერად დაარტყას.
“რუსეთი შეეცდება კუდის მოქნევას” – რას სცენარებს განიხილავს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე უკრაინის გარშემო
უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ისაუბრა.
„სანქციების ეს მასშტაბი საკმარისი არ არის, იმ თვალსაზრისით, რაც ხდება დღეს უკრაინაში.
რუსეთი როცა ამ ნაბიჯს დგამდა ძალიან კარგად იცოდა, რა სანქციები მოჰყვებოდა.
მთავარი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ არამარტო დონეცკი და ლუგანსკის ოლქის ნაწილი, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს და რაც აღიარა, არამედ მთლიანად საზღვრის პერიმეტრს, ამ ოლქების ხელში ჩაგდებას აპირებს.
ეს ნიშნავს იმას, რომ საბრძოლო მოქმედებების არეალი იზრდება, რაც ძალიან დიდი ომის საფრთხის გაზრდას უწყობს ხელს.
ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ნაციონალურ კონგრესთან, ეს არის ის ხალხი, ვინც თავის დროზე აფხაზეთში ომობდა 1992-1993 წლებში.
მე მქონდა მათთან საუბარი გუშინ, ისინი არიან ბრძოლის წინა ხაზზე და მოვიკითხე ვითარება საბრძოლო მოქმედებების განვითარების, თუ როგორი სცენარი შეიძლება იყოს.
ფრონტის წინა ხაზიდან მივიღე ინფორმაციები.
მთავარი მომენტი, რისაც მათ ეშინიათ არის წყალსაცავი, რომელიც ლუგანსკის მიმართულებით მდებარეობს, რომელსაც აკონტროლებს უკრაინის მხარე ამ ეტაპზე.
უკრაინის საგარეო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს “დაუყოვნებლივ” დატოვონ რუსეთის ტერიტორია
ამ წყალსაცავიდან თავის დროზე მარაგდებოდა ყირიმი, აქედან გამომდინარე მთავარი დარტყმა იქნება ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ რუსეთს სურს ამ წყალსაცავის ხელში ჩაგდება, რათა წყლის პრობლემა ყირიმში მოხსნას.
როგორც ჩვენ პუტინის გამოსვლაში მოვისმინეთ, თუ იქნებოდა საბრძოლო მოქმედებები ის ყოველგვარ პასუხისმგებლობას აკისრებს უკრაინის მხარეს.
ეს განცხადება მან იმიტომ გააკეთა, რომ მას სურს ამ ტერიტორიების გაზრდა.
ამიტომ ვამბობ, რომ სანქციები საკმარისი არ არის, უფრო მკაცრი სანქციებია ევროკავშირიდან, ვიდრე შეერთებული შტატებიდან, უფრო მკაცრია სანქციები ინგლისიდან, ვიდრე შეერთებული შტატებიდან.
შტატები იკავებს უფრო თავს, გარკვეული მომენტი მაინც იტოვებენ შანსს დიპლომატიური არხებით მოგვარების და ამიტომ წინა პლანზე გამოვიდნენ უფრო ევროპის ქვეყნები.
როგორ შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის კრიზისი და რა გავლენას მოახდენს რუსეთის შესაძლო ომი საქართველოზე
„ეტყობა დასავლეთი უკრაინაზე უფრო დიდ შეტევას ელოდება, რომ შემდეგ სანქციები დაადოს, არადა რუსეთმა, პირველი ეტაპი უკვე გაიარა და ფაქტია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარები უკვე შეიყვანა.“
დღეს აქტიურად ისმის შეკითხვა, ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით განსაკუთრებით, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველოც სანქციებს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანა აწესებს?
ამ შემთხვევაში რა პოზიციის დაჭერა არის უკეთესი საქართველოს, ოფიციალური თბილისის მხრიდან?
„სანქციების საკითხი არის ინდივიდუალური, შეერთებული შტატებიდან არის სხვა, ევროკავშირიდან სხვა, ინგლისიდან სხვა.
ჩვენი ამოცანა რაშია? ჩვენ თუ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ვფიქრობ, რომ ჩვენ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სანქციებს უნდა დავუჭიროთ მხარი.
ევროკავშირმა შემოიტანა სანქციები რუსეთის სათათბიროს წინააღმდეგ, რომელმაც მხარი დაუჭირა, ლუგანსკის და დონეცკის აღიარებას.
არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის რუსეთის სათათბიროა, რომელმაც მხარი დაუჭირა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობასაც.
ამიტომ სანქციების ჭრილში პრობლემა არ უნდა გვქონდეს. სხვა საკითხები, რაც ეხება ეკონომიკურ საკითხებს, სხვა პოლიტიკურ ქმედებებს, ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა დაიკავოს ცივილიზებული სამყაროს პოზიცია.
საქართველოს მთავრობას გაუჭირდება სირაქლემას პოზიციაში ყოფნა.
მე მესმის ის ლავირება, რასაც ისინი ცდილობენ, მაგრამ უკვე ისე დგება დღის წესრიგი, ან ჩვენ ვართ ერთ მხარეზე ან მეორე მხარეზე.
თუ უკრაინაში რუსეთმა „გაიმარჯვა“, რაშიც ეჭვი მეპარება, შემდეგ მოგვადგებიან ჩვენ.
და მეორეც, თუ ასე არ მოხდა, მაინც მოგვადგებიან ჩვენ! აი ეს არის ჩვენი პრობლემა, იმიტომ, რომ რეალურად არ ჩერდებიან ესენი!
აქ საბჭოთა კავშირის აღდგენაზეა საუბარი, თავის ილუზიებში, რასაც პუტინი სახავს.
საქართველო ამის გასაღებია, არა უკრაინა, არამედ საქართველო.
მთელი ამიერკავკასიის გასაღები ვართ ჩვენ!
საქართველო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ვერ აკონტროლებს რუსეთი, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ ჩვენ და მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ უნდა ვიმოქმედოთ, გამოვიყენოთ ის სიტუაცია რაც არის ახლა, მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს თავდაცვის სამინისტრო, მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები.
პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია ეროვნულ საკითხზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით,“-აღნიშნა პაატა დავითაიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.