დიღმის ჭალებში ქვა-ღორღის მოპოვება იყო უკანონო და ამაზე განცხადებაც გაკეთდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება.
„აქ მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, აშენდება პარკი, ამასთან დაკავშირებით პროექტი დამზადებულია და როდესაც დაფინანსებას მოვიპოვებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, კიდევ ერთი, ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე შეემატება დიღმის ჭალების სახით დედაქალაქს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.