LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საგარეო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს “დაუყოვნებლივ” დატოვონ რუსეთის ტერიტორია

138
BeFunky-collage (3)

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციების უგულვებელყოფა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის ფედერაციაში უკრაინის მოქალაქეების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფას.

“უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაძლიერება, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოგზაურობისგან და ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება – დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია”.- აღნიშნულია განცხადებაში.