LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დღეს გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით – ზელენსკიმ რეზერვისტები გამოიძახა

89
zelenskyj-640x360

უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

საუბარია ოპერატიულ რეზერვზე – ანუ მოქალაქეებზე, რომლებსაც გაფორმებული აქვთ შესაბამისი კონტრაქტები, ასევე სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც გადადგნენ სამხედრო სამსახურიდან. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზება საჭირო არ არის.

„უნდა გავაძლიეროთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. დღეისთვის არ არის საჭირო საყოველთაო მობილიზაცია. აუცილებელია, ოპერატიულად დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები.

ვიდრე ჩვენი სამხედროები გვიცავენ, უნდა ვიმუშაოთ, ჩავდოთ ფული ეკონომიკაში, გამოვიმუშაოთ, რათა არმია დავაფინანსოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა  გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ კრიზისის დასაძლევად კვლავ ეძებს დიპლომატიურ გზებს.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა და სიწყნარე, მაგრამ თუ დღეს გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე – კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები