LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოჯახში ერთი პირია ინფიცირებული და სხვებს სიმპტომები აქვთ, მათ აღარ უწევთ ტესტის გაკეთება – ამ შემთხვევაში ბინაზე იზოლაციის წესების დაცვას აზრი აღარ აქვს: დევი ტაბიძე კოვიდსასტუმროების გაუქმებაზე

290
დევი ტაბიძე

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება და აცხადებს, რომ დიდი პროტესტის გრძნობა დაწესებულ შეღავათებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ექსპერტებს არ აქვთ. მისი თქმით, კორონავირუსის მკურნალობა გადავიდა ბინაზე და არაჰოსპიტალური დახმარების ვარიანტზე, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ქსელზე არის ორიენტირებული.

15 შეზღუდვა, რომელიც 1 მარტიდან უქმდება – საკოორდინაციო საბჭოს დღეს მიღებული ყველა გადაწყვეტილება

დევი ტაბიძის თქმით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს ძირითად შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.

გილოცავთ, კოვიდი დამთავრდა!.. არადა ერთი დიდი კოვიდსასტუმროა მთელი ქვეყანა – ფხაკაძე შეზღუდვების გაუქმებაზე

„ჩვენ ჯანდაცვის ექსპერტებს, დიდი პროტესტის გრძნობა ამ შეღავათებთან დაკავშირებით არ გვაქვს. „ომიკრონმა“ განსხვავებული თამაშის წესები შემოგვთავაზა. ეს გადავიდა უფრო ბინაზე და არაჰოსპიტალური დახმარების ვარიანტზე, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ქსელზე არის ორიენტირებული.

შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რა თქმა უნდა „ძალიან მსუბუქიც“ არ შეიძლება ითქვას. ეს არ მოითხოვს მაღალი დონის ჰოსპიტალიზაციას, უფრო ნაკლებად მოსალოდნელია გართულებები. თუ პაციენტი მოხვდება კლინიკაში, 90% დარწმუნებული ვარ, რომ ის არ იქნება აცრილი. ან ექნება სხვა ისეთი ქრონიკული დაავადებები, რომლებიც შემდგომში გართულდება. ამ ტიპის პაციენტებისთვის, ჰოსპიტალი მზად არის. 5000-მდე ადამიანი მკურნალობს დღეს დაახლოებით ჰოსპიტალში, აქედან ჩვენი გათვლებით 80-83% არის „ომიკრონი“, დანარჩენი ძველი „დელტა“ შტამია. პაციენტი მძიმდება ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც სეზონური გრიპების და კორონავირუსის, რომელიმე შტამის „ომიკრონის“ ან „დელტას“ თანხვედრა ხდება.

კოვიდსასტუმროების გაუქმება ფინანსური საკითხია. ყველაფერი ძალიან დიდ თანხებს ეხება და ამიტომ არ არის ეს ამ ეტაპზე საჭირო. თუ საჭირო გახდება, არ მგონია, რომ სახელმწიფომ არ დააბრუნოს ეს სისტემა. მაგრამ ამ ეტაპზე ბინაზე მკურნალობა საკმარისია, რაც ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთონ იმ ინფიცირებულმა ადამიანებმა, რომელთაც მკურნალობა ბინაზე უწევთ, თუმცა ოჯახის წევრებთან მიმართებით იზოლაციის წესებს ვერ იცავენ – დევი ტაბიძე შემდეგნაირად პასუხობს. 

„როდესაც ოჯახში ერთი პირია ინფიცირებული და ოჯახის სხვა წევრების რაოდენობა მინიმუმ 3 ან 4-ს შეადგენს, ერთი იკეთებს PCR ან სწრაფ ტესტს. რასაც ეკონომიკური ეფექტიც აქვს, რადგან სხვებს აღარ უწევთ ტესტის გაკეთება. თუ კლინიკური გამოვლინებები და სიმპტომატიკა სხვა ოჯახის წევრებსაც გააჩნიათ, მაშინ ისინი თვითდიაგნოზით არიან დაკავებული და ამას „ქართული ფენომენი“ დავარქვი. ამ შემთხვევაში უკვე იზოლაციას აზრი აღარ აქვს.

ადამიანებმა იზოლაციის წესები უნდა დაიცვან სამსახურებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მარკეტებში, თეატრებში და კინოებში რომ არ მივიდეს. ეს მისი სოციალური პასუხისმგებლობაა“, – განმარტავს ჯანდაცვის ექსპერტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები