უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დახურულ სივრცეში, კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან 10 პირს შეეძლება განთავსება, ხოლო ღია სივრცეში – 15-ს. მისივე განმარტებით, ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა ათამდე და ღია სივრცეში 15-მდე. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა“, – განაცხადა ღიბრაძემ.