LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები: მიხეილ სააკაშვილი

271
მიხეილ სააკაშვილი

თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

“ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ და ამისთვის ვისჯები ახლა მე ” – მიხეილ სააკაშვილი

მისივე თქმით, 2008 წელს ომი საქართველომ კი არ დაიწყო, არამედ იმდროინდელმა ხელისუფლებაში მყოფმა გუნდმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველო გადაარჩინა და მისი განცხადებით, ის ახლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, სწორედ ამისთვის ისჯება.

“მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, თუ როგორ გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

“თქვენ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში და თუკი ვინმე სულელს ან უსინდისოს დღეს ჰგონია, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ მე მგონი, კარგად უნდა შეხედოს უკრაინას. ჩვენ ომი კი არ დავიწყეთ, ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ და ამისთვის ვისჯები ახლა მე და მათ შორის, ამისთვის ხორციელდება პუტინის დავალებით, არსებული რეჟიმის და მაფიოზური კლანის მიერ შეგნებულად ჩემი ინვალიდიზაცია და მკვლელობა. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. აქედან გამომდინარე მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, თუ როგორ გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს”, – განაცხადა სააკაშვილმა.