LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა ქართული სოფლიდან მწყემსი გაიტაცეს

98

რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფელ კირბალში, მინდორში მწყემსი დააკავეს.

სოფლის რწმუნებულის დავით ცერცვაძის ინფორმაციით გატაცებული  50 წლის აკაკი დოთიაშვილია.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როცა ის საქონელს შვილთან და თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა. დაკავების დროს დოთიაშვილმა დაუძახა მათ, რომ გაქცეულიყვნენ.

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დაახლოებით 10 დღის წინ ოკუპანტებმა ხურვალეთიდან მაია ოთინაშვილი გაიტაცეს. მისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ვადა დღეს ამოიწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები