Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს, დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს, დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო

112
უკრაინელი სამხედრო

უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს. ინფორმაციას მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, 72 შემთხვევაში ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღით გახსნეს.

„მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად ერთმა სამხედრომ საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“- აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში.

გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები სიტუაციას აკონტროლებენ და „მტრის მხრიდან პოტენციურ საფრთხეებზე ადეკვატურად რეაგირებენ.“

ომის თავიდან აცილების შანსი ჯერ ისევ არსებობს: ენტონი ბლინკენი

ზელენსკი: კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ, უკრაინელები არ ნებდებიან

ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები

“არ ვიცი რა სურს პუტინს, ამიტომ ვთავაზობ შეხვედრას” – ზელენსკი