Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
წყვილებმა, რომლებსაც ერთად 50 წელზე მეტი აქვთ გატარებული, ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლო გაამხილეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილებმა, რომლებსაც ერთად 50 წელზე მეტი აქვთ გატარებული, ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლო გაამხილეს

46
0-Bryan-and-Angela-Shelley

რამდენიმე წყვილმა, რომელთაც ერთად 50 წელზე მეტი აქვთ გატარებული გადაწყვიტეს, თავისი ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლოზე ესაუბრათ. სასიყვარულო ისტორიები Daily Mirror-მა გამოაქვეყნა.

77 წლის ენ ჰუდი და 81 წლის ჩარლზი უკვე 57 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. მათ ერთმანეთი 1960 წელს ცეკვებზე გაიცნეს და ენი მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო. მამაკაცი იხსენებს, რომ ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით.

როგორც ქალმა აღნიშნა, ისინი ძალიან ამბიციური და ფეთქებადი ადამიანები არიან, ამიტომ გარკვეული დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ ერთმანეთი მიეღოთ. ხანგრძლივი და ნამდვილად ბედნიერი ურთიერთობისთვის კი ძლიერი სიყვარულია საჭირო. ასევე მოვალეობების განაწილება, ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა, ამ ყველაფრის მიღება.

90 წლის მერიმ და 91 წლის ჩარლზმა ერთად 66 წელი გაატარეს. მერის აზრით, კარგი პარტნიორის საპოვნელად უნდა დარწმუნდეთ, რომ ის ძალიან სანდოა, კეთილია. წყვილის ურთიერთობის საიდუმლო კი სტაბილურობაშია, მათ ყოველთვის შეუძლიათ, რომ ერთმანეთს დაეყრდნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები