LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში „დიო’’-ს ფილიალი გაიხსნა

471

„დიო’’ ქსელს აფართოებს – კომპანიის ფილიალი თელავში, ჭავჭავაძის 52-ში გაიხსნა.

ფილიალი საზეიმო ლენტით „დიო’’-ს ფინანსურმა დირექტორმა თამუნა დაუშვილმა, თელავის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველთან და „დიო’’-ს რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელ რევაზ ივანიაძესთან ერთად გახსნა.

„დიო’’-ს თელავის ფილიალს გახსნის დღეს პირველი დამკვეთიც ესტუმრა, რომელსაც საჩუქრად ‘’დიო’’-ს 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

ამიერიდან, თელავის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, „დიო’’-ს მომსახურებით ისარგებლონ და თავიანთ ქალაქში შეუკვეთონ: მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარა, ფარდა-ჟალუზი, მწერებისგან დამცავი ბადე, პერგოლა, შემინვის სისტემა, ტენტი, ფასადის საჩრდილობელი სისტემა, ბარისოლის გასაჭიმი ჭერი, გარედამცავი ჟალუზი, ავტოფარეხის კარი, ინდუსტრიული კარი, ჭიშკარი, ჭიშკრის ძრავი და სხვა.

 „დიო“ 22 წელია ლიდერია ბაზარზე. კომპანიისათვის მნშვნელoვანია ადამიანების დასაქმება, სამუშაო გარემოს შექმნა და , რა თქმა უნდა , რეგიონის განვითარება. დასაქმებული ხალხი  რეგიონისა და  ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორია.’’ – აღნიშნა თამუნა დაუშვილმა, „დიო’’-ს ფინანსურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, თელავში „დიო’’-ს ფილიალი ჭავჭავაძის 52-ში მდებარეობს. ტელეფონის ნომერი : 598 08 07 01.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები