LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიარული მიჭირს“ – 95 წლის დედოფალი ხელჯოხით გამოჩნდა

439
queennews218

გუშინ, დედოფალმა ელისაბეთმა უნძორის სასახლეში სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა. ინტერნეტში გამოჩნდა ამ შეხვედრის ამსახველი პირველი კადრები. შეხვედრაზე 95 წლის მონარქს ყვავილებით გაფორმებული კაბა აცვია და წონაში საგრძნობლად აქვს დაკლებული. უკვე მეორედ ხდება, რომ ის ხელჯოხით ჩნდება და ღიად საუბრობს ჯანმრთელობის პრობლემებზე.

სამხედრო მოსამსახურეების მიერ დასმულ კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს, დედოფალი გულწრფელად პასუხობს: „როგორც ხედავთ, სიარული მიჭირს“.

გასულ წელს, ერთ-ერთ საიუბილეო მიღებაზე დედოფალი პირველად გამოჩნდა ხელჯოხით, მაშინ მედიაში წერდნენ, რომ მას ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

1000 არტისტი, 500 მუსიკოსი და 1200 ოფიცერი – ბრიტანეთი დედოფალ ელისაბეთის კორონაციის იუბილესთვის ემზადება 

95 წლის დედოფალი ელისაბეთი „რენჯ როვერს“ მართავს –  მონარქი ფანტასტიკურ ფორმაშია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები