LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი შეთქმულების თეორია მოვისმინე ბოლო დღეებში, ეკონომიკის თუ არა, ფიზიკის კანონებს მაინც ეცით პატივი – აკაკი ცომაია ლარზე

134
ipiccy-image

როდესაც ვცდილობთ ლარის კურსში ყოველდღიური ფლაქტუაციების ახსნას, უნდა დავეყრდნოთ იმ ზოგად კანონზომიერებას, რომელიც ახასიათებს ეკონომიკურ ცვლადების ქცევას, – ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს. ის ამბობს, რომ ნებისმიერი ცვლადის მნიშვნელობაში უნდა ამოვიკითხოთ ბირთვი, როგორც წონასწორობის დიაპაზონი და შემთხვევითი მნიშვნელობა, როგორც რანდომიზირებული გადახრა ამ დიაპაზონიდან, რაც არის აუხსნელი რყევების საფუძველი.

„როგორც წესი, წონასწორობის დიაპაზონს ცვლის რაიმე იმპულსი, ან ძალა. მაგალითად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ ლარი უნდა გაამყაროს. დასაწყისში იმპულსის ძალა არის ძლიერი, თანდათანობით ნელდება და ბოლოს ქრება. იმპულსზე საპასუხოდ ბირთვმა უნდა შეიცვალოს საწყისი მნიშვნელობა და მიიღოს ახალი მნიშვნელობა. შემთხვევითი გადახრა ირყევა ბირთვის მნიშვნელობის გარშემო და რაც უფრო ძლიერია იმპულსი (დარტყმის ძალა), მით უფრო მეტად ირყევა. თანდათანობით რყევის ამპლიტუდა მცირდება. მაგალითად, რაც უფრო ძლიერად აამოძრავებთ საქანელას, მით უფრო მაღალი იქნება თავდაპირველი რყევის ამპლიტუდა და მით უფრო დიდი დრო დასჭირდება საქანელას გაჩერებამდე, რომელშიც ის მიიღებს ბირთვის მნიშვნელობას. შესაბამისად, იმპულსი, რომელიც დაძრავს ლარს ახალი წონასწორობისკენ, დასაწყისში გამოიწვევს მის ზედმეტ გამყარებას, მერე გაუფასურებას და იტრიალებს ამ წრეზე, ხოლო რყევის ამპლიტუდა თანდათანობით შემცირდება მანამდე, სანამ ახალი იმპულსი არ წამოეწევა. ასეთი იმპულსები კი უამრავია. მაგალითად, ის ფაქტი რომ საბაზისო ეფექტი ამოწურულია (იმპულსის მოქმედება ამოიწურა) და სავარაუდოდ, ეკონომიკა უბრუნდება განვითარების ტრაექტორიას, რაც წელიწადში 3-4%-ია, სულ მცირე, ნაკლებსავარაუდოა, რომ ლარის კურსი სტაბილური იქნება მით უფრო, რომ გვიწევს მნიშვნელოვნად გაზრდილი საგარეო ვალის მომსახურება. ბევრი შეთქმულების თეორია მოვისმინე ბოლო დღეებში. ეკონომიკის თუ არა, ფიზიკის კანონებს მაინც ეცით პატივი”, – ამბობს ეკონომისტი აკაკი ცომაია.

შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში ლარი დოლართან მიმართებით 5%-ით გამყარდა და კურსი 2.92-მდე შემცირდა, თუმცა მას შემდეგ კურსი კიდევ გაუფასურდა და ის დოლართან 3 ლარის ნიშნულს დაუახლოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები