Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ესტაკადაზე ლამაზი ქოთნებიდან უცნობი ქალი ყვავილებს იპარავს (ფოტო) – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტაკადაზე ლამაზი ქოთნებიდან უცნობი ქალი ყვავილებს იპარავს (ფოტო)

200

რუსუდან მაჭავარიანი აქვეყნებს ვრცელ პოსტს და ფოტოს, სადაც ასახულია, როგორ იპარავს ესტაკადაზე განტავსებული საყვავილეებიდან ყვავილებს უცნობი ქალბატონი.

„გუშინ გმირთა მოედანზე ესტაკადაზე მოვდიოდი მანქანით. მოაჯირებზე ისე ლამაზად არის გადმოკიდებული ყვავილებიანი ქოთნები, ყოველთვის გავაპარებ ხოლმე თვალს, სეზონის შესაფერისად შერჩეულ ყვავილებს და დიდ სიამოვნებას განვიცდი. არც გუშინდელი დღე ყოფილა გამონაკლისი.ჯერ პირველ უცნაურობად ის მომეჩვენა, რომ იქ ფეხით მოსიარულე შევნიშნე, დავაკვირდი და რას ვხედავ, ქალი მოყვება გზას, სათითაოდ თხრის ყვავილებს და ჩანთაში აწყობს.

ღმერთო ჩემო, გამიგია ვიღაცას შიოდა და საჭმელი მოიპარა, ან ვიღაცამ იმიტომ მოიპარა, სახლში მშიერი ბავშვები ელოდებოდაო. არა, რასაკვირველია, ქურდობას გამართლება არანაირად არა აქვს, მაგრამ, ვინმე ამიხსნის, ყვავილი რატომ უნდა მოიპარო? თუ ყიდვის საშუალება არა გაქვს, აუცილებელია რომ გქონდეს? ესეც ხომ საკვები არ არის, ურომლისოდაც ვერ გაძლებ? იქ ვერც მანქანა გავაჩერე და ვერც ის მოვასწარი, რამე მიმეძახებინა ამ ურცხვი და უსინდისო ქალისთვის, ერთადერთი რაც მოვახერხე, ფოტო გადავუღე.

ვიცი, პასუხს არავინ მოსთხოვს,მაგრამ იქნებ შერცხვეს მაინც, თუ ვინმემ ამოიცნო ამ ფოტოზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები