LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მეტროში ე.წ. გამტარებლების ბარათები დაიბლოკება

380
BeFunky-collage (2)

თბილისის მერი მეტროსადგურებში ე.წ. “გამტარებლების” მიერ თანხის სანაცვლოდ მგზავრების გატარების ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი კანონდარღევევაა და მისი დაფიქსირების შემთხვევაში, „გამტარებლების“ ბარათები დაიბლოკება.

„მინდა, გამოვეხმაურო ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასულ კადრებს, რომელიც გადაღებული იყო თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები კანონის სრული დაცვით, ახორციელებენ თავის უფლებამოსილებას, სხვა მოვალეობებთან ერთად ისინი აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით ჩვეულებრივ მგზავრებს საკუთარი აბონემენტით სთავაზობენ.

ეს შეიძლება არ იყოს მათი აბონემენტი და შეიძლება იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, სოციალურად დაუცველი პირის ან სტუდენტის შეღავათიანი ბარათები, რომლითაც ისინი ატარებენ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას.

ეს კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღმოიფხვრას. ასეთ შემთხვევაში ბარათები იქნება ბლოკირებული, რომ ადამიანებს კანონის დარღვევის საშუალება არ მივცეთ. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს სრული უფლება აქვს, ჩამოართვას სამგზავრო ბარათი და დაბლოკოს. მოვუწოდებ მედიასაშუალებებს ნუ შეეცდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს საქმიანობაში ჩარევას და ნუ ცდილობენ კანონდარღვევის წახალისებას“, – განაცხადა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები