„მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ხე აღარ დავტოვეთ, ჩვენს ქალაქში თუკი სადმე სკვერს მიაგენი და გგონია, რომ ჯანმრთელ გარემოში შვილთან ერთად ისვენებ, აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავს და კიდევ უფრო მეტად, საკუთარ შვილს, ტყვიით წამლავ“, ამბობს შესავალ სიტყვაში „ექიმების“ წამყვანი, კოტე მათითაშვილი.
„ექიმების“ გადაცემა ტყვიის მავნებლობას ეძღვნება. როგორც გადაცემაშია ნათქვამი, ტყვია ბუნებრივი სახით მოიპოვება დედამიწის ქერქში, თუმცა ადამიანის მიერ მისი გამოყენება გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. მისგან მზადდეება აკუმულატორები, გირები, ვაზნები, სხვადასხვა სახის საღებავი, ტყვიას შეიძლება შეიცავდეს კერამიკისა და თიხის ჭურჭელი, ზოგიერთი საშენი მასალა. ტყვიით მოწამვლისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ განსაკუთრებით ის ბავშვებისთვისაა საშიში.