LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

79
1

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარე კვლავ გიორგი კალანდარიშვილი გახდა, რომელსაც მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ორი წავიდა.

კალანდარიშვილი თანამდებობაზე ექვსი თვით აირჩიეს, რადგან მისი არჩევა მეორე კენჭისყრის შედეგად მოხდა, რაც თანამდებობაზე მის გამწესებას 5 წლის ნაცვლად, 6 თვით ითვალისწინებს.

პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად ასევე ექვსი თვის ვადით მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი აირჩია.

აღსანიშნავია, რომ მათ კანდიდატურებსაც კენჭი განმეორებით უყარეს, რადგან პირველი კენჭისყრის დროს, ხმების ორი მესამედის რაოდენობა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოაგროვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები