პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების – ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ კენჭისყრა გაიმართა.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, ელენე ხოშტარიას “ქართულმა ოცნებამ” მისივე განცხადება დაუკმაყოფილეს.
ხმები ასე გადანაწილდა:
ბადრი ჯაფარიძე – 77 მომხრე 38 წინააღმდეგი;
შალვა ნათელაშვილი – 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი
ელენე ხოშტარია – 77 მომხრე, 9 წინააღმდეგი;
სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კახა კუჭავასაც, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით თავად მიმართა.
პროტესტის ნიშნად ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. ამ წუთებში “ლელო” საგანგებო ბრიფინგს მართავს.