თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა.
ერთ-ერთი მათგანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე დაშავებული კი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.
როგორც “ფორტუნას” ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, მათთან შეყვანილი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია:
“ორი დაშავებულია, ერთი ქირურგიის ინსტიტუტშია გადაყვანილი, ჩვენთან შემოყვანილი მეორე პირი ადეკვატური და კონტაქტურია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და კვლევებზე ახლა ჰყავთ შეყვანილი, ყველა საჭირო კვლევა უტარდება”, – განაცხადეს ღუდუშაურის კლინიკაში.
“ფორტუნა” მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
არსებული ინფორმაციით, შედარებით მძიმეა მეორე დაშავებულის მდგომარეობა.
მასალა ახლდება.